Thumbnail

ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Griselda დამფუძნებელმა, ელვინ ვორთიმ, ფსევდონიმით Westside Gunn, კომპოზიციაზე Allah Sent Me გადაღებული შავ-თეთრი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. განის ჩანაწერში "გრიზელდას" წარმომადგენლები Benny The Butcher და Conway The Machine მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერიც ამავე კოლექტივის წევრი Daringer გახლავთ. ნამუშევარი ბუფალოელი ემსის წლის დასაწყისში გავრცელებული ალბომის Pray For Paris ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: Westside Gunn ალბომს Pray For Paris ავრცელებს

მოუსმინეთ: Westside Gunn ალბომს FLYGOD Is An Awesome God II ავრცელებს

ნახეთ: Westside Gunn-მა ტრეკებზე Euro Step და No Vacancy კლიპი გადაიღო

ვესთსაიდ განმა მუსიკალური მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო და ორ წელიწადში საკუთარ ძმასთან, ქანვეისთან ერთად გაერთიანება Griselda ჩამოაყალიბა. კოლექტივის წევრები პირველი ბუფალოელი რეპერები არიან, რომლებმაც კონტრაქტი მსხვილ ლეიბლებთან Shady Records და Roc Nation გააფორმეს. ანდერგრაუნდ ემსის შემოქმედება 20-ზე მეტ სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. ხანმოკლე მუსიკალური კარიერის განმავლობაში ელვინმა ისეთ გავლენიან კოლეგებთან მოასწრო თანამშრომლობა, როგორებიც არიან: Madlib, The Alchemist, Dj Muggs, Dj Premier, MF Doom, Eminem, Black Thought, 50 Cent, Pete Rock და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული