Thumbnail

ნახეთ: ჯონი დეპის კერძო კუნძული ბაჰამებზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა და სუპერჯგუფ Hollywood Vampires-ის წევრმა, ჯონი დეპმა 2004 წელს ბაჰამებზე 3,6 მილიონ დოლარად კუნძული Halls Pond Cay მას შემდეგ შეიძინა, რაც ფილმების სერიის Pirates of the Caribbean გადაღებებზე იქაურობით მოიხიბლა. მაშინ ადგილზე ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, თუმცა, დეპმა რანჩო გააშენა, საიდანაც ოკეანის ხედი იშლება.

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესის ფეშენებელური სახლი მალიბუში

ნახეთ: რიანამ თვეში $415 000-ად ოკეანის სანაპიროზე სახლი იქირავა

182 109 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე 6 პლაჟია, რომელთაგან ორს არტისტმა საკუთარი შვილების სახელები, ლილი როუზი და ჯეკი დაარქვა, კიდევ ერთს კი ყოფილი ცოლის პატივსაცემად ვანესა პარადი უწოდა. ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებში კუნძული მხოლოდ თვითმფრინავიდანაა გადაღებული, სახლის ინტერიერი კი დღემდე საიდუმლოდ რჩება.

როგორც გამოცემა Vanity Fair წერს, ჯონმა კუნძულზე მისასვლელად 8 მილიონ დოლარად იახტაც შეიძინა, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი გაყიდვა მოუხდა, რადგან სატრანსპორტო საშუალებისა და რვაწევრიანი ეკიპაჟის შენახვა თვეში 300-400 ათასი დოლარი უჯდებოდა.

ჯონი დეპს მუსიკალური მოღვაწეობის განმავლობაში არაერთ ცნობილ არტისტთან უთანამშრომლია. მათ შორის არიან როკ შემსრულებლები, ელის კუპერი და Aerosmith-ის გიტარისტი, ჯო პერი, რომლებთან ერთადაც სუპერჯგუფში Hollywood Vampires წევრიანდება. კოლექტივმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი 2015 წელს გამოუშვა, რიგით მეორე ალბომი Rise კი 2019 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული