Thumbnail

ნახეთ: A$AP Rocky და რიანა Fenty Skin-ის სარეკლამო ვიდეოში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი, რიანა კოსმეტიკის ბრენდის, Fenty Beauty-ის მომხმარებლებს კანის მოვლის საშუალებების ახალ ხაზს Fenty Skin სთავაზობს, რომელიც ქალებთან ერთად მამაკაცებზეც იქნება ორიენტირებული. პროდუქცია გაყიდვაში 31 ივლისს ჩაეშვება, მანამდე კი პრომო ვიდეო გავრცელდა, რომელშიც თავად რირი, პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტები Lil Nas X და A$AP Rocky და მოდელები მონაწილეობენ.

როგორ გახდა Rihanna მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი

ერთწუთიან ვიდეოში მოქმედება საცურაო აუზთან ვითარდება. დასასრულს ეკრანზე სლოგანი "სილამაზის ახალი კულტურა" ჩნდება.

"Fenty Skin-ზე ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, რათა ისეთი პროდუქცია შემექმნა, რომელიც ჩვენს პლანეტას არ დააზიანებდა. ყველამ იცის, როგორი შეპყრობილი ვარ ლამაზი და ჯანსაღი კანით. იმის მიუხედავად, ატარებთ თუ არა მაკიაჟს, ის ყოველთვის უნდა კაშკაშებდეს", - წერს მომღერალი ინსტაგრამზე.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის ბრენდების დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული