Thumbnail

ალტერნატიული არენბისა და ნეო სოულის შემსრულებელი, ჯენეი აიკო ახალ კომპოზიციას Summer 2020 და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. არტისტს ჩანაწერში ლეგენდარული კოლექტივის Kool & The Gang ტრეკი Summer Madness აქვს გასემპლილი. სინგლი მუსიკოსის რიგით მესამე ალბომის Chilombo დელუქს ვერსიაში შედის, რომელიც 17 ივლისს გამოქვეყნდა.

ნახეთ: Jhené Aiko და Ab-Soul კლიპში One Way St.

ნახეთ: Jhené Aiko კომპოზიციას H.O.E. ასრულებს

ჯენეი აიკომ მუსიკალური მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ არენბი ჯგუფ B2K-სთან თანამშრომლობით გაიცნო. 2003 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი My Name Is Jhené დააანონსა, თუმცა, ჩანაწერი არასდროს გამოსულა. ამის შემდეგ აიკო მუსიკას ჩამოშორდა და უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. მომღერალი მუსიკალურ კარიერას 2011 წელს მიქსტეიპით Sailing Soul(s) დაუბრუნდა. არენბი შემსრულებელს სამი სტუდიური ალბომი, EP და რეპერ ბიგ შონთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციული სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული