Thumbnail

მოუსმინეთ: ფოფ სმოუქის სადებიუტო ალბომის დელუქს ვერსია გავრცელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გარდაცვლილი 20 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, ფსევდონიმით Pop Smoke, სადებიუტო ალბომის Shoot For The Stars Aim For The Moon დელუქს ვერსია გავრცელდა. რეპერის სტუდიური ჩანაწერი დამატებით 15 ახალ კომპოზიციას მოიცავს. ფოფ სმოუქთან ერთად ნამუშევარში მონაწილეობენ მუსიკოსები: Gunna, Young Thug, Burna Boy, Jamie Foxx, A Boogie Wit Da Hoodie და სხვა.

ფოფ სმოუქის მკვლელები შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ

ნახეთ: Pop Smoke, 50 Cent და Roddy Ricch კლიპში The Woo

ნახეთ: Pop Smoke - Got It On Me

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა. 2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში ბრუკლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მისი მენტორი, ვეტერანი ქუინსელი არტისტი 50 Cent გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული