Thumbnail

ქანიე ვესთი: სიცოცხლე დედამ შემინარჩუნა, მამაჩემი აბორტის გაკეთებას სთხოვდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გავლენიანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა, რომელიც აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ამომრჩევლებთან პირველი შეხვედრა რეპერმა სამხრეთ კაროლინას შტატის ქალაქ ჩარლსტონში გამართა. ქანიემ მხარდამჭერებთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის აბორტზე ილაპარაკა. მისი თქმით, აბორტი არ უნდა აიკრძალოს, თუმცა, ყველა ქალი, რომელიც ბავშვს გააჩენს, გარკვეული თანხით უნდა დაჯილდოვდეს. აღსანიშნავია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი ოჯახის გამოცდილებაზე საუბრისას მუსიკოსმა იტირა.

ქანიე ვესთი ამერიკის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აგრძელებს

"მხეცის ნიშანია" - ქანიე ვესთი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის წინააღმდეგია

"ტყავის შარვალში გამოწყობილი პარიზში, ოთახში ვიჯექი. ლეპტოპი და ათასი კრეატიული იდეა მქონდა თავში. უცებ ეკრანი გაშავთეთრდა და ღმერთმა მითხრა, თუ ჩემ წინააღმდეგ წახვალ, მე შენ დაგიპირისპირდებიო. ჩემს ცოლს დავურეკე და მან მითხრა, ეს ბავშვი უნდა გავაჩინოთო. მეც დავეთანხმე. კიმის დამსახურებაა, რომ North ამ ქვეყანას მოევლინა მაშინ, როცა მე ეს არ მინდოდა. მან ეს ბავშვი დაიცვა. სიცოცხლე მეც დედამ შემინარჩუნა. მამაჩემი აბორტის გაკეთებას სთხოვდა. ქანიე ვესთს იმის გამო არ უნდა ეარსება, რომ მამა ძალიან დაკავებული იყო... მე კი ჩემი გოგონა კინაღამ მოვკალი", - აღნიშნა ატირებულმა რეპერმა თავის უფროს შვილზე საუბრისას, რომელიც ტელევარკვლავ კიმ კარდაშიანთან შეეძინა.

ქანიე ვესთმა საკუთარი გამოსვლა ასევე დაუთმო ღმერთზე, უსახლკაროებსა და რასიზმზე საუბარს. მან ისიც ივარაუდა, როგორ გააშუქებდა მედია ამ გამოსვლას.

"ისინი ამას გააშუქებენ და იტყვიან, რომ გიჟი ვარ. არადა, სამყაროა შეშლილი", - აღნიშნა მან.

ჯავშანჟილეტში გამოწყობილი მუსიკოსი დახურულ სივრცეში შეკრებილ რამდენიმე ასეულ ადამიანს სცენიდან, მიკროფონის გარეშე მიმართავდა.

ქანიემ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს გააკეთა. მან დარეგისტრირება ვერ მოასწრო ისეთ დიდ და მნიშვნელოვან შტატებში, როგორებიცაა: ფლორიდა და ტექსასი. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული წინასწარი კვლევის შედეგებით, რეპერი არჩევნებში ხმათა დაახლოებით 2%-ს მიიღებს.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული