Thumbnail

ნახეთ: Pop Smoke, 50 Cent და Roddy Ricch კლიპში The Woo

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მიმდინარე წლის თებერვალში მოკლული 20 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, ფსევდონიმით Pop Smoke, წარმომადგენლებმა მის კომპოზიციაზე The Woo გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს. ბრუკლინელის ჩანაწერში გავლენიანი ქუინსელი შემსრულებელი 50 Cent და პოპულარული კალიფორნიელი მუსიკოსი Roddy Ricch მონაწილეობენ. ტრეკი ფოფ სმოუქის ახალგავრცელებული სადებიუტო ალბომის Shoot For The Stars Aim For The Moon ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: გარდაცვლილი Pop Smoke-ის სადებიუტო ალბომი გავრცელდა

ფოფ სმოუქის მკვლელები შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ

50 Cent: ფოფ სმოუქი ყველასგან განსხვავდებოდა, მე ის ძალიან მიყვარდა

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა. 2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში ბრუკლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მისი მენტორი, ვეტერანი ქუინსელი არტისტი 50 Cent გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული