Thumbnail

ნახეთ: Black Thought კლიპს Thought vs Everybody ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი, თარიქ ლუქმან თროთერი, ფსევდონიმით Black Thought, მსმენელს ახალგავრცელებულ კომპოზიციაზე Thought vs Everybody გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკი, რომლის პროდიუსერიც Sean C გახლავთ, გავლენიანი ემსის მომავალ სტუდიურ ჩანაწერში Streams Of Thought, Vol. 3: Cane And Abel იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: Black Thought გადაცემას Tiny Desk Concert ესტუმრა

ბლექ თოთმა 10 რჩეული რეპერი დაასახელა

Freddie Gibbs: ქენდრიქ ლამარი და ბლექ თოთი დღეს საუკეთესო რეპერები არიან

ბლექ თოთი ეპოქალური გაერთიანების The Roots ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის კოლექტივის ერთადერთი წევრია, რომელიც რეჩიტატივს კითხულობს. იმის მიუხედავად, რომ რეპერმა კარიერა 1987 წელს დაიწყო, პირველი სოლო EP სახელწოდებით Streams Of Thought Vol. 1 მხოლოდ შარშან გამოუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული