Thumbnail

ASAP Rocky ქალს უჩივის, რომელიც მის საძინებელში შეიჭრა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, რაკიმ მეიერსი, ფსევდონიმით ASAP Rocky, ლოს ანჯელესის საოლქო სასამართლოსგან მისთვის უცნობი ქალისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვს. მუსიკოსის თქმით, ის მუდმივად უთვალთვალებს და ღამეს მის სახლთან, ავტომობილში ათევს.

► ნახეთ: A$AP Rocky და რიანა Fenty Skin-ის სარეკლამო ვიდეოში

როგორც გამოცემა The Blast-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რეპერი საჩივარში წერს, რომ 7 ივნისს ქალმა მის საცხოვრებელში შესვლა მოისურვა, რაზეც უარი მიიღო. გაბრაზებულმა კი შემსრულებლის მანქანას მელანი შეასხა.

"კიდევ ერთი ინციდენტი 2018 წლის ივნისში მოხდა. მოვიდა ჩემს სახლთან, როდესაც მეორე სართულზე მეძინა. ასისტენტს, რომელმაც კარი გაუხსნა, განუცხადა, რომ ჩემთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. როდესაც დამხმარემ ნათქვამის გადამოწმება მოინდომა, ქალმა მას სახეში მუშტი გაარტყა და ზემოთ ამოვარდა. მძინარე წამოვხტი და მისი მოგერიება დავიწყე. ამ დროს მარგალიტის ყელსაბამი ჩამომგლიჯა", - წერს როქი.

მუსიკოსი საჩივარში მოითხოვს, რომ უსაფრთხოების მიზნით ქალს მასა და მის სახლთან მიახლოება მინიმუმ 900 მეტრის რადიუსით აეკრძალოს.

ეისეფ როქიმ მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, 2018 წელს გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული