Thumbnail

ნახეთ: Jack Harlow, DaBaby, Tory Lanez და Lil Wayne კლიპში Whats Poppin (Remix)

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯექმენ თომას ჰარლოუმ, სასცენო სახელით Jack Harlow, მსმენელს ჰიტის Whats Poppin რემიქსზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ჰარლოუს ჩანაწერში მისი ცნობილი კოლეგები DaBaby, Tory Lanez და Lil Wayne მონაწილეობენ. კომპოზიცია დღეისთვის ბილბორდის ცხელ ასეულში მეორე ადგილს იკავებს.

ჯექმა რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მიქსტეიპი 9 წლის წინ, 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ კენტუკელმა მუსიკოსმა რამდენიმე სტუდიური ნამუშევარი გამოაქვეყნა, თუმცა, მან ფართო საზოგადოების ყურადღება 2020 წლის კომპოზიციით Whats Poppin დაიმსახურა. პლატინის სტატუსის მფლობელი ტრეკის რემიქსის ჰარლოუს არაერთმა პოპულარულმა კოლეგამ ჩაწერა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული