Thumbnail

ქიდ ქადი: ემინემთან ტრეკებს კიდევ ჩავწერ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კლივლენდელი მუსიკოსის, სკოტ მესკუდის, ფსევდონიმით Kid Cudi, თაყვანისმცემლები მისი და ეპოქალური ემსის, ემინემის ერთობლივ ნამუშევრებს კვლავ მოისმენენ. ამის შესახებ ქადიმ ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვის პასუხად განაცხადა.

ქიდ ქადი: არ მითქვამს, რომ ემინემთან ჩაწერილი ტრეკით უკმაყოფილო ვარ

- კიდევ ჩაწერ ემინემთან ტრეკებს?
- ვფიქრობ, რომ კი.

ემინემმა და ქადიმ პირველი ერთობლივი კომპოზიცია The Adventures Of Moon Man & Slim Shady მიმდინარე წლის 9 ივლისს გაავრცელეს. ნამუშევარმა დღემდე იუთუბზე 9 მილიონამდე ნახვა დააგროვა.

სკოტ მესკუდიმ მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის ხუთმაგი პლატინის სტატუსის მქონე ჰიტით Day 'n' Nite გაიცნო, რომელიც არტისტის სადებიუტო, კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომის Man On The Moon: The End Of Day სინგლია. შემსრულებლის დისკოგრაფია დღეისთვის 1 მიქსტეიპს, 6 სტუდიურ ნამუშევარსა და 2 კოლაბორაციულ ჩანაწერს აერთიანებს. ქიდ ქადის შემოქმედება განსაკუთრებული მელანქოლიურობით გამოირჩევა.

2017 წელს ქადიმ მის პოპულარულ ჩიკაგოელ კოლეგასთან, ქანიე ვესთთან ერთად მუსიკალური დუეტი Kids See Ghosts ჩამოაყალიბა. გაერთიანებამ 2018 წელს ამავე დასახელების პირველი ერთობლივი ალბომი გაავრცელა, რომელმაც მსმენელთა და კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული