Thumbnail

პერის ჯექსონი: მამის მადლიერი ვარ, რომ ბავშვობაში ხალხისგან დასაცავად ნიღბით მატარებდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, მაიკლ ჯექსონის შვილმა, მსახიობმა და მუსიკოსმა, პერის ჯექსონმა დოკუმენტური სერიალის Unfiltered: Paris Jackson and Gabriel Glenn ერთ-ერთ ეპიზოდში მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ მაიკლი მას და მის ძმებს ბავშვობაში საზოგადოებისგან დასაცავად საჯარო ადგილებში სახეს ნიღბით უფარავდა.

პერის ჯექსონი: მამამ ბავშვობაშივე შემატყო, რომ გოგონები მომწონდა

მაიკლი შვილებთან ერთად

"როდესაც მაიკლი პატარა იყო, მუდმივად სტუდიაში მუშაობდა და მხოლოდ ფანჯრიდან შეეძლო იმის დანახვა, გარეთ ბავშვები როგორ თამაშობდნენ. მამას არ სურდა, რომ ჩვენ იგივე გამოგვეცადა. სწორედ ამიტომ საზოგადოების წინაშე ნიღბებით გვატარებდა. ახლა ამით კმაყოფილი ვარ, რადგან გასართობ ცენტრებში და ცირკში წასვლა ისევე შეგვეძლო, როგორც სხვა ბავშვებს. ისე, დიდი ხნის განმავლობაში მომიწია იმასთან შეგუება, რომ ცნობილი ადამიანის შვილი ვიყავი და არასოდეს მექნებოდა პირადი ცხოვრება", - ამბობს პერისი.

პერისი მაიკლ ჯექსონს დები როუისთან ქორწინებიდან ჰყავს. ლეგენდარულ შემსრულებელს მის გარდა ორი ვაჟი, მაიკლ უმცროსი და პრინს მაიკლ II შეეძინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული