Thumbnail

პოპულარული ამერიკული ჯგუფის The National ფრონტმენმა, მეთ ბერნინგერმა ახალი კომპოზიცია Distant Axis და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის სადებიუტო სოლო ალბომში Serpentine Prison იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2 ოქტომბერს გამოიცემა.

ნახეთ: Matt Berninger - Serpentine Prison

ნახეთ: მეთ ბერნინგერმა თვითიზოლაციის დროს მოსასმენი ფლეილისტი შეადგინა

მეთ ბერნინგერმა The National ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში 1999 წელს ჩამოაყალიბა. ბენდის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული