Thumbnail

ცნობილმა მაიამელმა პროდიუსერმა, დიჯეი ქალიდმა ორი ახალი კომპოზიცია Popstar და Greece გამოაქვეყნა. ჩანაწერებში კანადელი სუპერვარსკვლავი დრეიქი მონაწილეობს, რომელმაც ქალიდთან წარსულში არაერთ პოპულარულ ტრეკზე ითანამშრომლა. ნამუშევრები დიჯეის მომავალ ალბომში Khaled Khaled იქნება წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: Will Smith & DJ Khaled - Friend Like Me

ნახეთ: DJ Khaled, Cardi B და 21 Savage ვიდეორგოლს Wish Wish აქვეყნებენ

წარმოშობით პალესტინელმა არტისტმა შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო. მან პოპულარობა სადებიუტო ალბომით Listennn... The Album მოიპოვა. ქალიდს ისეთ სუპერვარსკვლავებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, რიანა, დრეიქი, ლილ უეინი, ჯენიფერ ლოპესი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული