Thumbnail
ფოტო: ტელეკომპანია "ფორმულა"

კაბუ ქართველ რეპერებს: წერეთ ინგლისურად, რუსულად მინიმუმ

ქართული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი პიონერი, კახა აბუაშვილი, სასცენო სახელით კაბუ, ადგილობრივ რეპერებს მოუწოდებს, კომპოზიციები უცხოურ ენაზე დაწერონ, რათა ისინი საზღვარგარეთაც გაიცნონ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემაში "თვითიზოლაციაში" ისაუბრა.

"ქართული ძალიან კარგია... მაგრამ იდეა მაქვს, ვნახო პატარა ბიჭები, ვინც წერენ ინგლისურად. წერეთ ინგლისურად, ადამიანებო, ან რუსულად მინიმუმ. იმიტომ, რომ ქართული ცოტა ვეღარ გასცდა ვაკე, გლდანი, ვარკეთილს. არც არავის არ უნდა. მინდა, კომპოზიციები ინგლისურად აკეთონ. ჰქონდეთ ურთიერთობები, კონტაქტები უცხოელებთან. მარტო ზაზას ვიცნობ და მიცნობს, და მარტო "კაიაკატას" ვიცნობ და მიცნობს. ცოტა უნდა გავიშალოთ", - განაცხადა მუსიკოსმა.

კაბუ ქართული ჰიპ ჰოპის პირველი თაობის გამორჩეული წარმომადგენელია. რეპერის შემოქმედებითი კარიერა 1997 წელს კომპოზიციით Stop დაიწყო. არტისტი არაერთი პოპულარული ტრეკის ავტორია. მათ შორისაა "ჰეი, გოგონი", "სისატურა", "ვის კლავ შენ", "საქართველო ლამაზო", "მომე" და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული