Thumbnail

Lil Xan: ტაბლეტებზე დამოკიდებულებას ვებრძვი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

23 წლის კალიფორნიელმა რეპერმა, ნიკოლას დიეგო ლიანოსმა, იგივე Lil Xan-მა, ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თაყვანისმცემლებს ამცნო, რომ ბოლო პერიოდში ნარკოტიკული თრობის მიზნით სხვადასხვა პრეპარატს აღარ იღებს და სრულიად ფხიზელია.

"როგორც იცით, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში აღარ ვაქტიურობდი. დაახლოებით 2 თვის წინ გულყრა დამემართა. წელს ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როდესაც ამ მიზეზით საავადმყოფოში გადამიყვანეს. გადავწყვიტე, რომ ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებისა და თაყვანისმცემლებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ აბების მიღებას შევეშვებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი, სრულიად ფხიზელი ვარ და მთელი ეს დრო არაფერს გავკარებივარ. დიდი ხნის შემდეგ თავს პირველად ვგრძნობ ცოცხლად. გავაგრძელებ საკუთარ თავზე მუშაობას, რომ უკეთესი გავხდე. მინდა, ყველასთვის სამაგალითო ვიყო. არასოდესაა გვიანი, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდე. მადლობა ღმერთს, რომ მეორე შანსი მომცა. თაყვანისმცემლებს არ დაგაღალატებთ. ახლა ჩემი კარიერის საუკეთესო კომპოზიციებზე ვმუშაობ და ერთი სული მაქვს, მათ როდის გაგიზიარებთ", - წერს მუსიკოსი.

შემსრულებელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ფსევდონიმი შეიცვალა და ის ამიერიდან ნამუშევრებს Diego-ს სახელით გაავრცელებს.

Lil Xan: ფსევდონიმს ვიცვლი

ნიკოლას დიეგო ლიანოსმა მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Betrayed მოუტანა, რომელმაც პლატინის სტატუსი მოიპოვა. მუსიკოსს ამ დროისთვის ერთი სტუდიური ალბომი Total Xanarchy აქვს გამოცემული. კარიერის განმავლობაში მას ისეთ არტისტებთან უმუშავია, როგორებიც არიან: Diplo, 2 Chainz, Charli XCX და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული