Thumbnail

2020 წლის ყველაზე პოპულარული როკ ჯგუფები დასახელდნენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კომპანია Nielsen Music-ის მიერ გამოქვეყნებული მუსიკალური ბაზრის ანალიზის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში როკ მუსიკაში ყველაზე მეტი მსმენელი ლეგენდარულ ბრიტანულ კოლექტივებს, The Beatles-სა და Queen-ს ჰყავდათ. ამის გარდა, კვლევის თანახმად, 1970-80-იან წლებში გავრცელებული ნამუშევრები ხვდება პოპულარული როკ ალბომებისა და სიმღერების ჩამონათვალშიც.

2020 წელს ჯგუფებიდან მილიონზე მეტი ალბომი მხოლოდ The Beatles-მა და BTS-მა გაყიდეს

2020 წლის ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჟანრი დასახელდა

ჟანრის ტოპ ხუთ წარმომადგენელს შორის ლიდერ პოზიციებზე The Beatles და Queen სახელდებიან.

პოპულარული როკ ალბომების ხუთეულის სათავეში "ქუინია" 1981 წელს გამოშვებული კომპილაციური ნამუშევრით Greatest Hits (1).

როკ კომპოზიციების ხუთეული კი ასე გამოიყურება:

ლეგენდარული როკ ჯგუფების ნამუშევრები გვხვდება ყველაზე გაყიდვადი ვინილების ათეულშიც. აქ შეხვდებით ბენდებს Queen, Pink Floyd და The Beatles ალბომებით Greatest Hits (1), Dark Side of the Moon და Abbey Road.

როგორც Nielsen Music-ის კვლევაშია აღნიშნული, აუდიო სტრიმინგ სერვისებზე როკ მუსიკის პოპულარობის ზრდა შეინიშნება.

"ქანთრის გარდა, როკ მუსიკა ერთადერთი ძირითადი ჟანრია, რომელმაც აუდიო სტრიმინგ სერვისებზე პოპულარობის ზრდა აჩვენა. მთელი რიგი არტისტები, რომლებმაც ალბომები დიდხნიანი პაუზის შემდეგ გაავრცელეს, სადებიუტო კვირაში Billboard 200-ის ჩარტის ათეულში მოხვდნენ", - წერს გამოცემა და, მაგალითად, ოზი ოსბორნის Ordinary Man (No. 3), ჯეიმს ტეილორის American Standard (No. 4), ბობ დილანის Rough and Rowdy Ways (No. 2) და Pearl Jam-ის Gigaton (No. 5) მოჰყავს.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 6 თვის განმავლობაში ისეთი ნამუშევრებიც მოხვდნენ ალბომების ჩარტის ათეულში, როგორებიცაა: Tame Impala-ს The Slow Rush (No. 3), Green Day-ს Father of All...(No. 4) და Five Finger Death Punch-ის F8 (No. 8).

კომენტარები

ბოლოს დამატებული