Thumbnail

ქანიე ვესთი ამერიკის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აგრძელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთის გუნდის ყოფილი წევრის, სტივ კრამერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რეპერი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა, მცდარი აღმოჩნდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ტვიტერზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქანიე შტატ ოკლაჰომაში დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა.

ქანიე ვესთი: პრეზიდენტად ვიყრი კენჭს, რადგან აშშ-ის პოტენციალს რეალიზება სჭირდება

TMZ: ქანიე ბოლოდროინდელ განცხადებებს ბიპოლარული ეპიზოდის გამო აკეთებს

"მხეცის ნიშანია" - ქანიე ვესთი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის წინააღმდეგია

"საპრეზიდენტო კანდიდატი ქანიე ვესთი ოკლაჰომას შტატში დარეგისტრირდა. სწორედ დღეს ამოიწურა აქ დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის რეგისტრაციის ვადა", - წერია პოსტში.

გამოცემა TMZ-მ კი ოფიციალური დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც დასტურდება, რომ ქანიე ოკლაჰომაში კანდიდატად ნამდვილად დარეგისტრირდა.

ვესთის წარმომადგენლებმა გამოცემა People-ს განუცხადეს, რომ მუსიკოსმა რეგისტრაციის ღირებულება $35 000 უკვე გადაიხადა. არტისტს წარსადგენი ექნება კიდევ ერთი დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებს, რომ ის წინასაარჩევნო აქტივობებში $5 000-ზე მეტს ხარჯავს.

აღსანიშნავია, რომ ქანიემ დარეგისტრირება ვერ მოასწრო ისეთ დიდ და მნიშვნელოვან შტატებში, როგორებიცაა: ფლორიდა და ტექსასი.

ქანიემ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს გააკეთა. ახლახან წინასწარი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, რეპერი არჩევნებში ხმათა დაახლოებით 2%-ს მიიღებს.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული