Thumbnail

ბრიტნი სპირსის დედა შვილის ფინანსების მართვის უფლებას ითხოვს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის დედა, ლენ სპირსი სურვილს გამოთქვამს, შვილის ნდობით აღჭურვილი პირების ჩამონათვალში მოხვდეს და მომღერლის ფინანსების განკარგვის უფლება მასაც მიენიჭოს. ამის შესახებ გამოცემა The Blast ლოს ანჯელესის სასამართლოში შეტანილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. მომღერალს საკუთარი ქონებისა თუ შემოსავლების განკარგვისა და კარიერული გადაწყვეტილებების მიღების უფლება 2008 წელს, მას შემდეგ ჩამოერთვა, რაც არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის გამო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვდა.

ბრიტნი სპირსის პოსტის გამო თაყვანისმცემლები შეშფოთებას გამოთქვამენ

ნახეთ: ბრიტნი სპირსი ბილი აილიშის ჰიტზე Bury a Friend ცეკვავს

ნახეთ: ბრიტნი სპირსის შვილმა ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას ბაბუას სიკვდილი უსურვა

2019 წლამდე არტისტის ნდობით აღჭურვილი პირები მამამისი და მისი ადვოკატი იყვნენ. 2019 წელს ჯეიმი სპირსმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოს ამ უფლების შეჩერების მოთხოვნით მიმართა. როგორც მაშინ ჟურნალში People დაიწერა, ჯეიმიმ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც შვილიშვილზე განხორციელებულ შესაძლო ფიზიკურ ძალადობაში დასდეს ბრალი. პოლიციას მის წინააღმდეგ ბრიტნის ყოფილმა ქმარმა, რეპერმა კევინ ფედერლაინმა მიმართა. დასავლური მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ჯეიმის განაცხადი დაკმაყოფილდა, მუსიკოსის ინტერესების დამცველად მისი მენეჯერი, ენტონი ენდრიუ გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ მომღერლის ქონება ამ დროისთვის $60 მილიონადაა შეფასებული.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული