Thumbnail

2020 წელს ჯგუფებიდან მილიონზე მეტი ალბომი მხოლოდ The Beatles-მა და BTS-მა გაყიდეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კომპანიამ Nielsen Music მუსიკალური ბაზრის ანალიზის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის პირველ ნახევარში ჯგუფებს შორის მილიონზე მეტი ეგზემპლარი ალბომის გაყიდვა მხოლოდ ლეგენდარულმა ბრიტანულმა კოლექტივმა The Beatles და პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS მოახერხეს.

BTS-მა ადელის რეკორდი მოხსნა

The Beatles-ის რომელი წევრის მიერ დაწერილი სიმღერაა ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული

როგორც ბიზნესჟურნალი Forbes წერს, "ბითიესის" მიერ გავრცელებული Map of the Soul: 7 წლის ყველაზე გაყიდვადი ფიზიკური ალბომია და ერთადერთია, რომლის რეალიზაციის მაჩვენებელმა აშშ-ში 500 000-ს გადაააჭარბა. რაც შეეხება სტუდიური ჩანაწერის გაყიდვების, ტრეკების გადმოწერებისა და მოსმენების საერთო რიცხვს, 842 000 ეგზეპლარით, ის წლის ყველაზე პოპულარული ალბომების ჩამონათვალში მე-9 პოზიციაზეა.

2020 წლის პირველ ნახევარში ალბომების მილიონზე მეტი ასლის რეალიზაცია ნახევარი საუკუნის წინ დაშლილმა "ბითლზმაც" შეძლო. ლივერპულური ოთხეულის ნამუშევრების გაყიდვებმა, ქვეყნის მასშტაბით, პირველ 6 თვეში 326 000 ეგზემპლარი შეადგინა. ამასთან, 1969 წელს გამოშვებული სტუდიური ჩანაწერი Abbey Road მიმდინარე წლის ყველაზე გაყიდვად ვინილებს შორის მეხუთე პოზიციაზე მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული