Thumbnail

Bun B: ჯეი ზიმ გადასაღები მოედანი დაგვატოვებინა, რადგან ბიონსე გამომწვევად ცეკვავდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი მემფისელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ბერნარდ ფრიმენი, ფსევდონიმით Bun B, ჟურნალისტ სამაან აშრავის პოდკასტის სტუმარი გახლდათ. წამყვანთან საუბრისას სამხრეთელმა რეპერმა ვარსკვლავური წყვილის, ჯეი ზისა და ბიონსეს შესახებ ისტორია გაიხსენა:

მოუსმინეთ: Bun B ალბომს TrillStatik ავრცელებს

ბიონსესა და ჯეი ზის საოჯახო ფოტოალბომი

"ნიუ იორკში ვიყავით. კომპოზიციის Check On It ვიდეორგოლს ვიღებდით. თუ დააკვირვებიხართ, კლიპში მოცეკვავე გოგონებს გამომწვევად აცვიათ. ბიონსეც მათ შორის იყო. სიგიჟე იყო - ჩვენ თვალწინ ბიკინისა და მოკლე ქვედაბოლოში გამოწყობილი ბიონსე სექსუალურად ცეკვავდა. ხომ ხვდებით.

კლიპის ერთ-ერთ სცენაში გოგონები სკამის გარშემო ცეკვავენ. ფეხის აწევის მომენტში კი, კარგად თუ დააკვირდებოდი, უკანალიც უჩანდათ. ჯეი ზი მოგვიანებით შემოგვიერთდა. დაუძახა ერთ-ერთ ასისტენტს. მგონი, თავისი ბიძაშვილი ენჯი იყო. დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობდა გადაღება და იყვნენ თუ არა ადგილზე მამაკაცები. როდესაც პასუხი მოისმინა, ძალიან არაკომფორტულად იგრძნო თავი და ითხოვა, ოთახი დაგვეტოვებინა. გასახდელში შეგვყარეს და გაგვაფრთხილეს, რომ იქ დავრჩენილიყავით, მანამ გადაღებები დასრულდებოდა. აღარ გვქონდა უფლება, ბიონსეს ცეკვისთვის გვეყურებინა.

გადაღების დასრულების შემდეგ ბიონსე მოვიდა და გვითხრა: ბიჭებო, ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა. ჯეი ზი თავს არაკომფორტულად გრძნობდაო. ვუპასუხეთ, რომ მისი გვესმოდა და გასახდელშიც კარგად ვგრძნობდით თავს", - გაიხსენა ბან ბიმ.

2005 წლის კომპოზიციაში Check On It ბიონსე, ბან ბი და სლიმ თაგი მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი თავად ბიონსეა. აღსანიშნავია, რომ სამივე მუსიკოსი ჰიუსტონიდან გახლავთ. ოქროს სტატუსის მფლობელი ჩანაწერი ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ პოზიციაზეც მოხვდა. ნამუშევარი სუპერჯგუფის Destiny's Child ჰიტების კრებულშია წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული