Thumbnail

ნახეთ: ბრიტნი სპირსი ბილი აილიშის ჰიტზე Bury a Friend ცეკვავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მომღერალი, ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე საკუთარი ცეკვის ვიდეოებს ხშირად ავრცელებს. ამჯერად გამოქვეყნებულ კადრებში შემსრულებელი პოპვარსკვლავ ბილი აილიშის სადებიუტო ალბომის When We All Fall Asleep, Where Do We Go? სინგლზე Bury a Friend დადგმულ ქორეოგრაფიულ დადგმას გვთავაზობს.

ბრიტნი სპირსის პოსტის გამო თაყვანისმცემლები შეშფოთებას გამოთქვამენ

ნახეთ: ბრიტნი სპირსმა ბიონსეს თაყვანისმცემლების კრიტიკა დაიმსახურა

"მაკიაჟი მაქვს გასაკეთებელი და თმა დასავარცხნი, მაგრამ მე მხოლოდ ცეკვა მინდა", - ასათაურებს 38 წლის მუსიკოსი პოსტს, რომელზეც ბილი ჰყავს მონიშნული.

ბრიტნი მეორე ვიდეოსაც ავრცელებს, რომელშიც პოპულარული ბარბადოსელი მომღერლის, რიანას მერვე ალბომში Anti შესულ კომპოზიციაზე Never Ending ცეკვავს.

"რიანა, შენი მუსიკა თავს საოცრად მაგრძნობინებს. Never Ending ჩემი საყვარელი სიმღერაა. მისი მოსმენისას მგონია, რომ დავფრინავ. მადლობა", - მიმართავს ბრიტნი არტისტს.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული