Thumbnail

ქიდ ქადი: არ მითქვამს, რომ ემინემთან ჩაწერილი ტრეკით უკმაყოფილო ვარ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კლივლენდელმა მუსიკოსმა, სკოტ მესკუდიმ, ფსევდონიმით Kid Cudi, მიმდინარე თვეში ჟანრის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ემინემის მონაწილეობით კომპოზიცია The Adventures Of Moon Man & Slim Shady გამოაქვეყნა. ნამუშევრის გაზიარებისას ქადიმ ტვიტერზე დაწერა: "Eminem destroyed this sh*t" (ემინემმა კომპოზიცია გაანადგურა), რასაც გამოცემა NME-ის სტატია მოჰყვა, რომ ქადი ტრეკით უკმაყოფილო დარჩა. ამის შემდეგ მუსიკოსმა პოსტი წაშალა და "ენემის" ინტერპრეტაციას გამოეხმაურა:

მოუსმინეთ: Travis Scott x Kid Cudi - THE SCOTTS

"მსგავსი რამ არასდროს მითქვამს. ტრეკით აღფრთოვანებული დავრჩი. ასე რომ, შეწყვიტეთ ტყუილის გავრცელება".

მუსიკოსის გაღიზიანების შემდეგ გამოცემა "ენემიმ" სტატია ვებგვერდიდან წაშალა.

ქიდ ქადიმ მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის ხუთმაგი პლატინის სტატუსის მქონე ჰიტით Day 'n' Nite გაიცნო, რომელიც არტისტის სადებიუტო, კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომის Man On The Moon: The End Of Day სინგლია. შემსრულებლის დისკოგრაფია დღეისთვის 1 მიქსტეიპს, 6 სტუდიურ ნამუშევარსა და 2 კოლაბორაციულ ჩანაწერს აერთიანებს. ქიდ ქადის შემოქმედება მელანქოლიურობით ხასიათდება.

2017 წელს ქადიმ მის პოპულარულ ჩიკაგოელ კოლეგასთან, ქანიე ვესთთან ერთად მუსიკალური დუეტი Kids See Ghosts ჩამოაყალიბა. გაერთიანებამ 2018 წელს ამავე დასახელების პირველი ერთობლივი ალბომი გაავრცელა, რომელმაც მსმენელთა და კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული