Thumbnail

მოუსმინეთ: Problem - Don't Be Mad At Me (Remix) Ft. Freddie Gibbs & Snoop Dogg

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კომპტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯეისონ მარტინმა, ფსევდონიმით Problem, მსმენელს კომპოზიციის Don't Be Mad At Me რემიქსი შესთავაზა. კალიფორნიელის ჩანაწერში მისი ვეტერანი კოლეგა, სნუპ დოგი და ინდიანელი რეპერი, ფრედი გიბსი მონაწილეობენ.

ჯეისონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. მან ისეთი კოლეგების აღიარება დაიმსახურა, როგორებიც ნასი და თალიბ ქვალი არიან. დასავლელი რეპერის დისკოგრაფიაში 2 ალბომი, ამდენივე EP და ათზე მეტი მიქსტეიპი ერთიანდება. კარიერის განმავლობაში მან გავლენიან შემსრულებლებთან, მათ შორის ფარელ უილიამსთან, ქენდრიქ ლამართან, სნუპ დოგთან, უორენ ჯისთან, ჩაილდიშ გამბინოსთან და სხვა ცნობილ არტისტებთან ითანამშრომლა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული