Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, ბობ მოულდმა ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი კომპოზიცია Forecast Of Rain გამოუშვა. ტრეკი მის მომავალ ალბომში Blue Hearts იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 25 სექტემბერს ჩაეშვება.

ბობმა კარიერა 1979 წელს დაიწყო. სხვადასხვა დროს ის ჯგუფების Hüsker Dü და Sugar წევრი გახლდათ. სადებიუტო სოლო ალბომი Workbook კი მან 1989 წელს გამოსცა. არტისტის შემოქმედება პანკსა და ალტერნატიულ როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული