Thumbnail

ფოფ სმოუქის მკვლელები შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა სამართალდამცველებმა 20 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, ბაშარ ჯექსონის, იგივე Pop Smoke-ის მკვლელობის საქმეზე ბრალი 4 თინეიჯერს წარუდგინეს. 18 და 19 წლის პირებს, ქორი უოქერსა და ქეანდრე როჯერსს სხვის საკუთრებაში გაძარცვის მიზნით შეჭრისა და ქურდობისას მკვლელობის ჩადენისთვის სიკვდილით დასჯა ანაც სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიება მათ აგრეთვე კრიმინალური დაჯგუფების წევრობასა და იარაღის უკანონო ფლობას ედავება.

მოუსმინეთ: გარდაცვლილი Pop Smoke-ის სადებიუტო ალბომი გავრცელდა

ნახეთ: Pop Smoke - Got It On Me

რაც შეეხება 15 და 17 წლის ბრალდებულებს, მათ მკვლელობასა და ქურდობაში ადანაშაულებენ. მოზარდების საქმეს არასრულწლოვანთა სასამართლო განიხილავს.

გამოძიების თანახმად, ჰუდებში გამოწყობილი უოქერი, როჯერსი და ორი მოზარდი ჰოლივუდში მდებარე სწორედ იმ სახლში შეიჭრნენ, სადაც იმ პერიოდში ფოფ სმოუქი ცხოვრობდა. მათ რეპერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 2 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. მუსიკოსი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა. 2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში ბრუკლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მისი მენტორი, ვეტერანი ქუინსელი არტისტი 50 Cent გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული