Thumbnail

რიკი მარტინი: როცა მთელი მსოფლიო ჩემს მუსიკას უსმენდა, მე დეპრესიაში ვიყავი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა პუერტორიკოელმა მუსიკოსმა, რიკი მარტინმა მუსიკალური პლაფტორმის Apple Music რადიოშოუში PROUD სტუმრობისას ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც პოპულარობის პიკში იმყოფებოდა. 48 წლის არტისტის თქმით, 90-იანი წლების ბოლოს, როცა მისი სიმღერა Livin' la Vida Loca ჰიტად იქცა, საკუთარი ცხოვრებით სულაც არ იყო ისეთი კმაყოფილი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

ნახეთ: რიკი მარტინი სიმღერის Tiburones კლიპს ავრცელებს

"იმ საათებს, რომლებიც მუსიკასა და კარიერას მივუძღვენი, სამყარო მიბრუნებდა. მაშინ მსოფლიოს მეფე ვიყავი. ჩემს სიმღერებს ყველა კუთხე-კუნჭულში უსმენდნენ ენობრივი ბარიერის მიუხედავად. თუმცა, მე მაინც ვერ ვცხოვრობდი სრულფასოვნად. მუდმივად მოწყენილი ვიყავი, დეპრესიაში. მსოფლიო ტურნეს ვმართავდი - ავსტრალიიდან სამხრეთ ამერიკაში უნდა წავსულიყავით, მაგრამ მივხვდი, ამის გაკეთება არ შემეძლო. სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. სიმშვიდე მჭირდებოდა. მინდოდა, მეტირა და ბრაზი გადმომენთხია. საკუთარი თავისთვის უნდა მეპატიებინა, რომ მას ამ საფეხურზე ასვლის ნება მივეცი", - იხსენებს არტისტი.

რიკი მარტინის თქმით, იმ პერიოდში მზად არ იყო, საკუთარ სექსუალობაზე ხმამაღლა ესაუბრა. მუსიკოსმა მხოლოდ 2010 წელს დაწერა საკუთარ ვებგვერდზე, რომ ჰომოსექსუალი იყო.

"ოჯახმა და მეგობრებმა ეს იცოდნენ, მაგრამ არა თაყვანისმცემლებმა. როცა დრო მოვიდა, დავწერე და გამოქვეყნებას დავაჭირე, შემდეგ კი შეშლილივით ავტირდი. მას მერე დაიწყო ჩემი ბედნიერება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მხარს ის ადამიანებიც გვიჭერდნენ, რომლებიც LGBTQ საზოგადოებას არ წარმოადგენენ", - ამბობს შემსრულებელი ცნობილ პუერტორიკოელ მუსიკოს ბედ ბანიზე.

აღსანიშნავია, რომ რიკი მარტინი მხატვარ ჯვან იოსეფზეა დაქორწინებული და ოთხი შვილი ჰყავს.

რიკი მარტინი ოჯახთან ერთად ბრიტანული Vogue-ის ფოტოსესიაში

არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1984 წელს დაიწყო. ორი გრემის მფლობელ მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Livin' La Vida Loca, María და She Bangs მოუტანა. 2016 წელს კოლუმბიელ პოპვარსკვლავთან, მალუმასთან ერთად ჩაწერილ სიმღერაზე Vente Pa' Ca გადაღებულმა კლიპმა კი იუთუბზე 1,6 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული