Thumbnail

ნახეთ: ნიკ ქეივმა საკონცერტო ფილმის IDIOT PRAYER თრეილერი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ნიკ ქეივმა თავისი საკონცერტო ფილმის IDIOT PRAYER: Nick Cave Alone at Alexandra Palace თრეილერი გაავრცელა. ნამუშევარი მიმდინარე წლის ივნისში, ლონდონში მდებარე Alexandra Palace-შია გადაღებული, სადაც ქეივმა თავისი კომპოზიციები ცარიელ დარბაზში შეასრულა. ჩანაწერის ხილვა მსმენელებს გლობალურ ონლაინ ივენთზე 23 ივლისს შეეძლებათ.

ნიკ ქეივმა განმარტა, რატომ არ წერს პოლიტიკური შინაარსის სიმღერებს

ნახეთ: ნიკ ქეივმა 50 საყვარელი წიგნი დაასახელა

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული