Thumbnail

ჯეი ქოულის ახალი ალბომი, სავარაუდოდ, ახლო მომავალში გამოვა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული გაერთიანების Dreamville ინსტაგრამის გვერდზე კოლექტივის წარმომადგენელი დუეტის EarthGang წევრი, ჯონი ვენუსი, იგივე Olu ლაივში ჩაერთო. მან მსმენელების კითხვებს უპასუხა და რამდენიმე ახალი ალბომი, მათ შორის "დრიმვილის" დამფუძნებლის, ჯერმეინ ქოულის ახალი სტუდიური ჩანაწერი დააანონსა.

მოუსმინეთ: J. Cole - Snow On Tha Bluff

ნახეთ: Spillage Village – End Of Daze

ნახეთ: "დრიმვილმა" ალბომზე ROTDIII მუშაობის კადრები გამოაქვეყნა

"ქოულის ალბომი ძალიან მალე გამოვა. მისი გამოშვება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ჩანაწერის სახელწოდება და მასში მონაწილე არტისტების ვინაობა ჩემთვის უცნობია", - განაცხადა ოლუმ.

ჯერმეინის ალბომის გარდა, ვენუსმა კოლექტივის Spillage Village სტუდიური ნამუშევარიც დააანონსა.

ქოულმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. რამდენიმე წარმატებული მიქსტეიპის შემდეგ, ქოული ჯეი ზის ლეიბლს Roc Nation შეუერთდა, სადაც მისი სადებიუტო ალბომი Cole World: The Sideline Story გამოიცა. დღეისთვის რეპერის ანგარიშზე 5 სტუდიური ნამუშევარია. კრიტიკოსები მათგან საუკეთესოდ ჯერმეინის რიგით მესამე ალბომს 2014 Forest Hills Drive ასახელებენ. მუსიკოსის ბოლო ჩანაწერი K.O.D. კი გაყიდვაში 2018 წლის აპრილში ჩაეშვა.

სოლო კარიერის პარალელურად, ჯერმეინმა ჰიპ ჰოპ გაერთიანება და ლეიბლი Dreamville Records ჩამოაყალიბა, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდა რეპერები Bas, Cozz, Omen, Lute, Ari Lennox, EarthGang და J.I.D ერთიანებიან. დღემდე "დრიმვილმა" 3 კომპილაციური ალბომი გაავრცელა. კოლექტივმა ბოლო მათგანი ROTD3 გაყიდვაში 2019 წელს ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული