Thumbnail

ბრიტნი სპირსის პოსტის გამო თაყვანისმცემლები შეშფოთებას გამოთქვამენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელ პოპვარსკვლავ ბრიტნი სპირსს თაყვანისმცემლები ინსტაგრამზე ვიდეოგზავნილის გამოქვეყნებას სთხოვენ, რომელშიც დაადასტურებს, რომ ყველაფერი რიგზე აქვს და დახმარებას არ საჭიროებს. ისინი ცდილობენ, გაარკვიონ, ეთანხმება თუ არა ბრიტნი სასამართლოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, რომლის მიხედვითაც, არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის გამო, უკვე 12 წელია, საკუთარი ცხოვრებისა და ქონების განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული.

ნახეთ: ბრიტნი სპირსმა ბიონსეს თაყვანისმცემლების კრიტიკა დაიმსახურა

ფანების ნაწილმა მუსიკოსის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტს სხვადასხვა ინტეპრეტაცია მისცა.

"ღმერთი წვრილმანებშია და ყველაფერს აქვს მნიშვნელობა", - დაასათაურა ბრიტნიმ ფოტო.

თაყვანისმცემლები მუსიკოსს სხვადასხვა გზას სთავაზობენ, რათა მათ დახმარების საჭიროებაზე მიანიშნოს.

"ბრიტნი, ვარდისფერი ყვავილი შენ, თეთრები კი იმ კაცებს ხომ არ გამოხატავენ, რომლებსაც ტყვეობაში ჰყავხარ?".

"რაიმე სიგნალს ხომ არ გვიგზავნის ფრჩხილებზე ლაქით?".

"ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რისი გადატანაც გიწევს ბოლო 10, თუ მეტი წლის განმავლობაში. ალბათ, თავს ისევე გრძნობ, როგორც პატიმარი. ვიმედოვნებ, შენს თავისუფლებასა და შვილებთან დაკავშირებით, მამაშენთან შეთანხმებას იაღწევ. თავს გაუფრთხილდი".

"ყვავილები ისევ დაპოსტე იმის ნიშნად, რომ თავისუფლება გინდა".

"ბრიტნი რომ კარგად იყოს, მეეჭვება, ასეთი ფრჩხილები გამოეჩინა. ალბათ, წამლებს სვამს და არ იცის, რას აკეთებს".

"ბრიტნი, ლაივში ჩაერთე, რომ დავრწმუნდეთ, ნამდვილად კარგად ხარ".

"თუ გინდა, რომ სასამართლოს დადგენილება გააუქმო, თითებით მშვიდობის ნიშანი გვიჩვენე შენს მომავალ ვიდეოში და ჩვენ საქმეს მივხედავთ", - უკომენტარებენ არტისტს.

ვებგვერდზე change.org პეტიციაც გამოქვეყნდა სახელწოდებით "თავისუფლება ბრიტნი სპირსს", რომელსაც ამ მომენტში 600-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

ბრიტნი სპირსს მამა 25 წლის შეყვარებულზე დაქორწინებას უკრძალავს

38 წლის მუსიკოსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მამასა და ადვოკატს მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება 2008 წელს მიენიჭათ. შარშან ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ, სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული