Thumbnail

ცნობილი შემოქმედებითი გაერთიანების LTFR იუთუბის არხზე რევაზ ხარჩილავას, ფსევდონიმით Bobby Kensei, ახალი კომპოზიცია Coffee Brilliant გამოქვეყნდა. ჩანაწერში კოლექტივის წარმომადგენელი Turbohikari და პოპულარული ჰიპ ჰოპ ჯგუფის, "კაიკატას" წევრი, მაქსიმე მაჩაიძე, იგივე Luna997 მონაწილეობენ. ნამუშევრის პროდიუსერი ბობი კენსეი გახლავთ.

მოუსმინეთ: Bobby Kensei - 001

მოუსმინეთ: Bobby Kensei - Trust Issues

მოუსმინეთ: Bobby Kensei x Turbo_ia x Dilla - Shy Girl

ბობი კენსეიმ შემოქმედებითი კარიერა 2015 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მან არტისტ Gipsy Samurai-სთან (Turbohikari) ერთად პირველი სინგლი "კარამელის სადგური" ჩაწერა. ამის შემდეგ შემსრულებელმა არაერთი კომპოზიცია გაავრცელა, რომელთაგანაც ყველაზე დიდი პოპულარობა ნამუშევარმა 5 To 7 მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული