Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ. 

5. ბაღი: ჰიპ ჰოპის საღამო

17 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს ახალი ღია სივრცე "ბაღი" ჰიპ ჰოპის საღამოს უმასპინძლებს. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე ქართველი არტისტები Jeronimo, DeKa, Crusher, Cozy K და I.G.O წარდგებიან. 

4. CISKARI GARDEN: Ndrx | Newa | Yanamaste | Zitto

17 ივლისი (პარასკევი)

პარასკევს Сiskari Garden ზაფხულის სეზონის გახსნაზე ქართული ტექნო სცენის ცნობილ წარმომადგენლებს უმასპინძლებს. კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Ndrx, Newa, Yanamaste და Zitto წარდგებიან.

3. MZESUMZIRA: ამო ისუნთქე

17 ივლისი (პარასკევი)

17 ივლისს ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე Mzesumzira სეზონის პირველ ღონისძიებას გამართავს. მსმენელებს სამი განსხვავებული სცენა დახვდებათ, რომლებსაც Dr. Emmett Brown, Frankie Beatnik, Audio Space, Rati, Sumo, Radio Grue და სხვა ქართველი არტისტები დაიკავებენ. 

2. დაისი: Sophie Phare | Khvedeliani x Kote Japaridze | Zurkin

18 ივლისი (შაბათი)

შაბათს ბარი "დაისი" ღია სივრცეში გადაინაცვლებს და ქართველ ელექტრონულ არტისტებს უმასპინძლებს. კუს ტბის ტერიტორიაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Sophie Phare, Zurkin, Khvedeliani და Kote Japaridze წარდგებიან. 

1. უღრან ტყეში: პროექტი "ალისფერი ანგელოზები"

18 ივლისი (შაბათი)

შაბათს "უღრან ტყეში" ხელოვანთა კავშირი ConceptArt წარმოგიდგენთ პროექტს "ალისფერი ანგელოზები". გიორგი ცაგარელის, გიორგი გიგაშვილისა და ერეკლე დეისაძის კოლაბორაცია არვო პიარტის, რუიჩი საკამატოს, ასტორ პიაცოლას, ნათია სართანიასა და სხვა მუსიკოსების ნაწარმოებებს, ასევე პაულ ცელანის, შექსპირისა და ერეკლე დეისაძის ტექსტებს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული