Thumbnail

Cardi B დის მისამართით რასისტული ტერმინის გამოყენებისთვის გააკრიტიკეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B ინტერნეტმომხმარებლებმა საკუთარი დის, ჰენესი კაროლინას თვალის ჭრილის დახასიათებისას რასისტული ტერმინის გამოყენებისთვის გააკრიტიკეს. თავდაპირველად მუსიკოსმა ინსტაგრამზე ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, რომელშიც თავისი და ქმრის, რეპერ Offset-ის სურათების შედარებით ვარაუდობდა, როგორი ვიზუალის იქნებოდა მათი გოგონა, ქალჩერი ზრდასრულ ასაკში.

Cardi B-მ გაამხილა, რომელ თურქულ სერიალს უყურებს

Cardi B: მაინც როგორ ვარ ჰომოფობი ან ტრანსფობი?

"ასეთი გარეგნობა შეიძლება, ჰქონდეს ქალჩერ კიარის? ძალიან მომწონს", - დაწერა რეპერმა სოციალურ ქსელში.

ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა პოსტზე დააკომენტარა, რომ მიღებულ ფოტოზე ქალჩერი ქარდის დას ჰგავდა:

"როგორ მიიღე შენი და ოფსეტის ფოტოების გამიქსვით ჰენესი კაროლინა?".

"ალბთ, იმიტომ, რომ ჰენესისაც ჩინელისთვის დამახასიათებელი (Chinky) თვალები აქვს. ისევე, როგორც ოფსეტს".

მას შემდეგ, რაც კომენტარს ტვიტერზე კრიტიკა მოჰყვა, ქარდიმ დაწერა, რომ სიტყვა Chinky რასისტული მნიშვნელობით არასდროს გამოუყენებია.

"არ ვიცოდი, ასე თუ აღიქმებოდა. ჯანდაბა, ყველაფრის მცოდნე არ ვარ. ამ ტერმინს შეურაცხმყოფელი მნიშვნელობით არ ვიყენებ. ეს ინტერნეტი უკვე ყელშია", - დაწერა არტისტმა, რის შემდეგაც თავდაპირველი პოსტი წაშალა.

ქალჩერი ახლახან 2 წლის გახდა. გოგონამ დაბადების დღის წვეულებაზე დეიდასგან საჩუქრად იისფერი საბავშვო ავტომობილი მიიღო.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული