Thumbnail

ბრიტანულმა ჯგუფმა Doves ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი სიმღერა Prisoners გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში The Universal Want იქნება წარმოდგენილი, რომელიც 11 სექტემბერს გამოიცემა. 11-წლიანი პაუზის შემდეგ ეს კოლექტივის პირველი სტუდიური ჩანაწერია.

Doves ინგლისში 1998 წელს ჩამოყალიბდა. 2009-ში ბენდი დაიშალა, თუმცა, 2018 წელს ჯგუფის წევრები ისევ შეიკრიბნენ. კოლექტივს ამ დრომდე 4 ალბომი აქვს გამოცემული. არტისტების მუსიკალური მიმართულება ინდი როკსა და ბრიტპოპს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული