Thumbnail

Cardi B-მ გაამხილა, რომელ თურქულ სერიალს უყურებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Cardi B-მ თურქული ისტორიული სერიალის Muhteşem Yüzyıl (დიდებული საუკუნე) შესახებ ახლახან ტვიტების სერია გაავრცელა. როგორც პოსტებიდან ირკვევა, მუსიკოსი ტელეშოუს დიდი ინტერესით ადევნებს თვალს.

Cardi B: მაინც როგორ ვარ ჰომოფობი ან ტრანსფობი?

ნახეთ: ავტომობილები, რომლებშიც Cardi B მილიონებს ხარჯავს, მაგრამ ვერ იყენებს

"ვერ ვიტან ნურბანუს", - დაწერა რეპერმა სერიალის ერთ-ერთი გმირის შესახებ.

ხოლო თავისი საყვარელი პერსონაჟის ვინაობა ქარდიმ ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტის კომენტარების ველში გაამხილა.

"ნურბანუ ჩემი დედოფალია. ოსმალეთის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი ფიგურაა", - წერდნენ ტვიტერზე, რის პასუხადაც არტისტმა აღნიშნა - "ბოდიში, მაგრამ ეგ ჰიურემზე უფრო ითქმის".

Muhteşem Yüzyıl

შემდეგ კი მუსიკოსმა ცალკე პოსტი გამოაქვეყნა:

"ვერც კი ვიძინებ. ჰიურემის სიკვდილზე ვფიქრობ. ისეთი გულგატეხილი ვარ. რა სიგიჟეა".

აღსანიშნავია, რომ ქარდი სერიალში განვითარებულ მოვლენებს ივნისშიც გამოეხმაურა:

"ვერ გამიგია, მაინც რატომ შეცვალეს ჰიურემის პერსონაჟი ასე რადიკალურად? იმედი გამიცრუეს, მაგრამ დღეში მაინც ხუთ ეპიზოდს ვუყურებ".

2011 წელს გამოშვებულმა სერიალმა, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში სულთან სულეიმან I-ის მმართველობისას განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო ეთერით უჩვენეს. მათ შორის აშშ-ში, იტალიაში, უკრაინასა და საქართველოში.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული