Thumbnail

ნახეთ: ტომ მორელომ საპროტესტო კომპოზიციაზე Stand Up შექმნილი კლიპი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკული ჯგუფის Rage Against the Machine თანადამფუძნებელმა და გიტარისტმა, ტომ მორელომ საპროტესტო კომპოზიციაზე Stand Up შექმნილი კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლში გამოყენებულია კადრები მოძრაობა Civil Rights Movement-ის მიერ 1963 წელს გამართული რასიზმის საწინააღმდეგო აქციებიდან. აგრეთვე მიმდინარე წელს თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად დაწყებული დემონსტრაციებიდან. ჩანაწერზე მორელომ ბენდ Imagine Dragons-ის დენ რეინოლდსთან ერთად იმუშავა. ტრეკში მორელო სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტებასა და სისტემური რასიზმის შესახებ საუბრობს.

ჩანაწერის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ორგანიზაციებს: NAACP, Know Your Rights Camp, the Southern Poverty Law Center და the Marsha P. Johnson Institute გადაერიცხება.

ტომ მორელომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1979 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში ის ისეთ ცნობილ ჯგუფებში მოღვაწეობდა, როგორებიცაა: Rage Against the Machine და Audioslave. გამოცემა Rolling Stone-მა მორელო ყველა დროის საუკეთესო 40 გიტარისტს შორისაც დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული