Thumbnail

ნახეთ: Juice WRLD-ის ახალი ალბომი Legends Never Die გამოქვეყნდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილი 21 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯარად ჰიგინსის, ფსევდონიმით Juice WRLD, წარმომადგენლებმა გაყიდვაში შემსრულებლის ახალი ალბომი Legends Never Die ჩაუშვეს. ჩიკაგოელი რეპერის სტუდიური ჩანაწერი 21 კომპოზიციას აერთიანებს. ნამუშევრის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს შემდეგმა მუსიკოსებმა: Halsey, Marshmello, Trippie Redd, Polo G, Ronny J, Skrillex, Rick Rubin და სხვა.

ნახეთ: Juice WRLD - Tell Me U Luv Me Ft. Trippie Redd

ნახეთ: გარდაცვლილი მუსიკოსის Juice WRLD ტრეკი და კლიპი Righteous გავრცელდა

ჰიგინსმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2017 წლის სადებიუტო მიქსტეიპით "9 9 9" გაიცნო. 2018 წელს რეპერმა გაყიდვაში პირველი ალბომი Goodbye & Good Riddance ჩაუშვა. სტუდიური ჩანაწერის მთავარი სინგლი პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Lucid Dreams გახლავთ. ბოლო სტუდიური ჩანაწერი Death Race For Love ჯუსიმ 2019 წლის მარტში გაავრცელა. შემსრულებელს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან ნიკი მინაჟი, ტრევის სკოტი და სხვები. 2019 წლის 8 დეკემბერს მუსიკოსი ოპიოიდური პრეპარატების, კოდეინისა და ოქსიკოდონის ზედოზირებამ იმსხვერპლა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული