Thumbnail

კოლუმბიელმა მუსიკოსმა, ჯეი ბალვინმა და პუერტორიკოელმა პროდიუსერმა, Tainy-მ ახალი კომპოზიცია Agua გაავრცელეს. ნამუშევარი ანიმაციური ფილმის The SpongeBob Movie: Sponge On The Run ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება. სურათი კინოეკრანებზე 2021 წელს გამოვა.

ნახეთ: J Balvin-მა კომპოზიციაზე Azul შექმნილი ანიმაციური კლიპი გაავრცელა

მოუსმინეთ: J Balvin ალბომს Colores ავრცელებს

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა. მას ისეთ ცნობილ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Cardi B, The Black Eyed Peas, ფარელ უილიამსი და სხვები.

მარკო მასისმა, ფსევდონიმით Tainy, კარიერა 2003 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ქარდი ბი, სელენა გომესი,დედი იანქი, ბედ ბანი და სხვები. ის არაერთი ცნობილი ნამუშევრის პროდიუსერი გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული