Thumbnail

მოუსმინეთ: Kid Cudi x Eminem - The Adventures Of Moon Man & Slim Shady

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქიდ ქადიმ ახალი კომპოზიცია The Adventures Of Moon Man & Slim Shady გამოაქვეყნა. ქადის ჩანაწერში ეპოქალური რეპერი, ემინემი მონაწილეობს. ეს შემსრულებლების პირველი კოლაბორაციული ნამუშევარია.

მოუსმინეთ: Kid Cudi - Leader Of The Delinquents

მოუსმინეთ: Travis Scott x Kid Cudi - THE SCOTTS

Kid Cudi: სხვის შეყვარებას ვერ მოახერხებ, სანამ საკუთარ თავს არ შეიყვარებ

სკოტ მესკუდიმ მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის ხუთმაგი პლატინის სტატუსის მქონე ჰიტით Day 'n' Nite გაიცნო, რომელიც არტისტის სადებიუტო, კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომის Man On The Moon: The End Of Day სინგლია. შემსრულებლის დისკოგრაფია დღეისთვის 1 მიქსტეიპს, 6 სტუდიურ ნამუშევარსა და 2 კოლაბორაციულ ჩანაწერს აერთიანებს. ქიდ ქადის შემოქმედება განსაკუთრებული მელანქოლიურობით გამოირჩევა.

2017 წელს ქადიმ მის პოპულარულ ჩიკაგოელ კოლეგასთან, ქანიე ვესთთან ერთად მუსიკალური დუეტი Kids See Ghosts ჩამოაყალიბა. გაერთიანებამ 2018 წელს ამავე დასახელების პირველი ერთობლივი ალბომი გაავრცელა, რომელმაც მსმენელთა და კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული