Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Future Islands ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი კომპოზიცია For Sure გაავრცელა. ტრეკში ბექვოკალს ინდი როკ დუეტის Wye Oak ფრონტმენი, ჯენ ვასნერი ასრულებს. ვიდეორგოლის ავტორი სემ მეისონი გახლავთ.

Future Islands ქალაქ ბალტიმორში 2006 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ბენდის მუსიკალური მიმართულება სინთპოპს, ალტერნატიულ როკსა და ინდი პოპს მოიცავს. კოლექტივის ყველაზე წარმატებული კომპოზიციებია: Seasons (Waiting on You), A Dream Of You And Me, Like the Moon და Ran.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული