Thumbnail

ნახეთ: Halsey-მ Juice WRLD-ის პატივსაცემად ტატუ გაიკეთა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჰოლზიმ 21 წლის ასაკში ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, Juice WRLD-ის პატივსაცემად ხელის მტევანზე ტატუ გაიკეთა. Life's A Mess ჯუსისა და ჰოლზის ერთობლივ ტრეკს ჰქვია. 999 კი რეპერის საყვარელი რიცხვი და მისი სადებიუტო მიქსტეიპის სახელწოდებაა. ფოტო მომღერალმა ინსტაგრამის სთორის საშუალებით გაავრცელა.

ჰოლზიმ ჯუსის ინსტაგრამის გვერდზე პოსტიც მიუძღვნა:

"ჯუსი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი იყო, ვისაც შევხვედრივარ. გამორჩეული არტისტი გახლდათ, ნამდვილი გენიოსი. არაჩვეულებრივი შინაგანი სამყარო ჰქონდა. სიყვარულის სჯეროდა და სურდა, ადამიანებს თავი ნაკლებად მარტოსულად ეგრძნოთ. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რომ მისი ალბომის ნაწილი ვიქნები. ჯუსი, ძალიან მიყვარხარ".

ჯუსი ვორლდისა და ჰოლზის კომპოზიცია Life's A Mess რეპერის ალბომში Legends Never Die იქნება წარმოდგენილი, რომელიც 10 ივლისს ჩაეშვება გაყიდვაში.

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა. ბოლო, პლატინის სტატუსის მქონე ჩანაწერი Manic ჰოლზიმ 2020 წლის იანვარში გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული