Thumbnail

ნახეთ: My Chemical Romance-ის ფრონტმენი ტრეკს Here Comes The End ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის My Chemical Romance ფრონტმენმა, ჯერარდ უეიმ ახალი სოლო კომპოზიცია Here Comes The End გაავრცელა. ჩანაწერი პლატფორმა Netflix-ის სერიალის The Umbrella Academy მეორე სეზონის ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება. ნამუშევარში ვეისთან ერთად კალიფორნიელი მუსიკოსი, ჯუდით ჰილი მონაწილეობს.

ჯერარდ უეიმ My Chemical Romance ნიუ ჯერსიში 2001 წელს შექმნა. მომდევნო წელს არტისტმა ჯგუფთან ერთად პირველი ალბომი I Brought You My Bullets, You Brought Me Your Love გაავრცელა. 2013 წელს, 4 სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, კოლექტივი დაიშალა. ერთ წელიწადში კი მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ნამუშევარი Hesitant Alien გამოუშვა. 2019 წლის 31 ოქტომბერს ჯერარდ უეიმ ბენდის სხვა წევრებთან ერთად My Chemical Romance აღადგინა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული