Thumbnail

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლეიკმა ახალი კომპოზიცია Are You Even Real? გაავრცელა. სინგლზე ბლეიქმა ამერიკელ არტისტებთან Starrah, ალი ტამპოსთან და პიტერ ლისთან ერთად იმუშავა.

ნახეთ: ჯეიმს ბლეიქმა Nirvana-ს კომპოზიცია Come As You Are შეასრულა

ჯეიმს ბლეიკმა მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ბიონსე, ფრენკ ოუშენი, ტრევის სკოტი და სხვები. 2013 წელს მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Overgrown მერკურის პრიზი მოიგო. ბოლო სტუდიური ჩანაწერი Assume Form საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში გრემიზე იყო წარდგენილი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული