დეტროიტელმა ანდერგრაუნდ ემსიმ, ჯეიმს ჯოუნსმა, სასცენო სახელით Boldy James და ჟანრის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდიუსერმა, დანიელ ალან მამანმა, ფსევდონიმით The Alchemist, ახალი კომპოზიცია Pots And Pans გამოაქვეყნეს. ჩანაწერში აგრეთვე ანდერგრაუნდ შემსრულებლები The Cool Kids და Shorty K მონაწილეობენ, რომლებმაც ბოლდისთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლეს. ტრეკი ბოლდი ჯეიმსისა და ალქემისთის კოლაბორაციული ალბომის The Price Of Tea In China დელუქს ვერსიაში იქნება წარმოდგენილი.
► მოუსმინეთ: The Alchemist და Boldy James ერთობლივ ალბომს აქვეყნებენ
► ნახეთ: The Alchemist და Boldy James კლიპს Slow Roll ავრცელებენ
► ნახეთ: Boldy James, The Alchemist და Evidence კლიპში Grey October
ბოლდი ჯეიმსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ალქემისთი კი ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერია. კოლეგებმა კარიერის განმავლობაში არაერთ წარმატებულ ჩანაწერზე ითანამშრომლეს. 2013 წელს ბოლდიმ და ალანმა პირველი ერთობლივი ალბომი My 1st Chemistry Set გამოაქვეყნეს. 7 წლის შემდეგ კი მუსიკოსებმა მსმენელს მეორე კოლაბორაციული ალბომი The Price Of Tea In China შესთავაზეს.
კომენტარები