Thumbnail

კალიფორნიული ჰიპ ჰოპ დუეტი Blu & Exile მსმენელს ახალ კომპოზიციას The Feeling სთავაზობს. ჯგუფის ნამუშევარში მუსიკოსი Jacinto Rhines მონაწილეობს. ჯაზის ელემენტების მქონე ინსტრუმენტალის ავტორი გაერთიანების წევრი Exile გახლავთ.

მოუსმინეთ: Blu & Exile - Roots Of Blue

მოუსმინეთ: Blu & Exile - Miles Davis

ტრეკი დუეტის მომავალი ალბომის Miles: From An Interlude Called Life ერთ-ერთი სინგლია. სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 17 ივლისს ჩაეშვება.

ჯგუფი 2005 წელს ჩამოყალიბდა. ორ წელიწადში დუეტმა ჯაზით შთაგონებული სადებიუტო ალბომი Below The Heavens გამოუშვა, რომელმაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. დღეს სტუდიური ნამუშევარი კალიფორნიული ანდერგრაუნდის კლასიკად არის აღიარებული. 5 წლის შემდეგ გაერთიანებამ მეორე ჩანაწერი Give Me My Flowers While I Can Still Smell Them გაავრცელა, რომელმაც ასევე დადებითი შეფასება მიიღო. არტისტების დისკოგრაფია ორ ალბომსა და ამდენივე EP-ის ითვლის.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული