Thumbnail

ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილი 21 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯარად ჰიგინსის, ფსევდონიმით Juice WRLD, წარმომადგენლებმა მუსიკოსის მორიგი კომპოზიცია Come & Go გამოაქვეყნეს. ტრეკის პროდიუსერი Marshmello გახლავთ. ჩანაწერი ჰიგინსის მომავალ ალბომში Legends Never Die იქნება წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: Juice WRLD - Life's A Mess Ft. Halsey

ნახეთ: Juice WRLD - Tell Me U Luv Me Ft. Trippie Redd

გარდაცვლილი Juice WRLD-ის ალბომს Outsiders ერქმევა

ჰიგინსმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2017 წლის სადებიუტო მიქსტეიპით "9 9 9" გაიცნო. 2018 წელს რეპერმა გაყიდვაში პირველი ალბომი Goodbye & Good Riddance ჩაუშვა. სტუდიური ჩანაწერის მთავარი სინგლი პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Lucid Dreams გახლავთ. ბოლო სტუდიური ჩანაწერი Death Race For Love ჯუსიმ 2019 წლის მარტში გაავრცელა. შემსრულებელს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან ნიკი მინაჟი, ტრევის სკოტი და სხვები. 2019 წლის 8 დეკემბერს მუსიკოსი ოპიოიდური პრეპარატების, კოდეინისა და ოქსიკოდონის ზედოზირებამ იმსხვერპლა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული