Thumbnail

უკანასკნელი კონცერტი, რომელიც Led Zeppelin-მა ჯონ ბონემთან ერთად გამართა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

1980 წლის 7 ივლისს ბერლინში ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფის, Led Zeppelin-ის კონცერტი ჩატარდა. ეს უკანასკნელი პერფორმანსი იყო, რომელიც კოლექტივმა ორიგინალური შემადგენლობით გამართა. ამავე წლის 25 სექტემბერს ბენდის დრამერი, ჯონ ბონემი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. შოუდან 40 წლის შემდეგ სხვადასხვა მედიამ კვლავ გაიხსენა ორსაათნახევრიანი საკონცერტო ჩანაწერი, რომელიც რობერტ პლანტის, ჯიმი პეიჯის, ჯონ პოლ ჯონსისა და ჯონ ბონემის ბოლო ერთობლივ გამოსვლას ასახავს.

ნახეთ: Led Zeppelin-ის სატელევიზიო დებიუტის ჩანაწერი

რობერტ პლანტის ფავორიტი ალბომი Led Zeppelin-ის შემოქმედებიდან

ბონემის გარდაცვალებიდან მალევე, 1980 წლის დეკემბერში ბენდმა დაშლის შესახებ განაცხადა. მას შემდეგ კოლექტივი რამდენჯერმე დაუბრუნდა სცენას, რა დროსაც დრამზე ჯონ ბონემის შვილი, ჯეისონი უკრავდა.

Led Zeppelin ლონდონში 1968 წელს ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან როკ ბენდს კარიერის განმავლობაში 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კოლექტივი 70-იანი წლების ყველაზე დიდ ჯგუფად დაასახელა. 1995 წელს კი არტისტები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული