Thumbnail

ნახეთ: Archive-მა ტრეკის Again ალტერნატიულ ვერსიაზე შექმნილი კლიპი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა Archive კომპოზიციის Again ალტერნატიულ ვერსიაზე შექმნილი ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი ბენდის მომავალ კომპილაციურ ალბომში Versions შევა, რომელიც 28 აგვისტოს გამოიცემა. ნამუშევარი კოლექტივის ადრეული ჩანაწერების განახლებულ ვერსიებს გააერთიანებს.

Archive ლონდონში 1994 წელს ჩამოყალიბდა. 25-წლიანი კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 11 სტუდიური ჩანაწერის გამოცემა მოასწრო. ბენდის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია Again, Fuck You და Bullets. კოლექტივმა Tbilisi Open Air-ის ფარგლებში კონცერტი ორჯერ გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული