Thumbnail

ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მიშკა მგალობლიშვილმა, სასცენო სახელით Young Mic, ახალი კომპოზიცია "კრისტალი" გამოაქვეყნა. მაიქის ჩანაწერის ინსტრუმენტალის ავტორი Epo გახლავთ, რომელმაც რეპერთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა.

მოუსმინეთ: Young Mic & Abi - მერე რა

ნახეთ: Young Mic & რეზი - ახლა შენი დროა (TL Remix)

ნახეთ: Young Mic - სადმე შორს Ft. Kavkaz Saba

მიშკა მგალობლიშვილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" უკავშირდება. რეპერის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: "ხლაპუშკა", "გამზარდე" და "თსლ შავი ზედა". არტისტი ქართულ კომპოზიციებს ფსევდონიმით Young Mic ავრცელებს, ინგლისურენოვანს კი სასცენო სახელით Pash Lyfe.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული