Thumbnail

პოლ მაკკარტნის სიმღერა, რომელიც რადიოსადგურებმა დაბლოკეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Beatles დაშლის შემდეგ, 1971 წელს პოლ მაკკარტნიმ ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings ჩამოაყალიბა, რომლის ფარგლებშიც კომპოზიცია Hi, Hi, Hi გაავრცელა. BBC-ის რადიოსადგურმა კი ნამუშევრის ეთერში გაშვებაზე უარი განაცხადა. მათი აზრით, სიმღერა სექსუალურად პროვოკაციულ ტექსტს მოიცავდა, რომელშიც ნარკოტიკის მოხმარებაზეც იყო მინიშნება გაკეთებული. ამასთან დაკავშირებით თავად მაკკარტნიმ გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში 1974 წელს ისაუბრა და მომხდარი გაუგებრობას დაუკავშირა.

პოლ მაკკარტნი: ჯონი ხვდებოდა, სიმღერით How Do You Sleep? როგორ ტკივილს მომაყენებდა

"მეგონა, რომ სიტყვებს We're gonna get hi hi hi აღიქვამდნენ, როგორც ბუნებრივ ბედნიერებას. ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. თავი რომ კარგად იგრძნო, არაა აუცილებელი, ნარკოტიკი მიიღო. ხალხმა კი სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი.

ასევე, გაუგებრობა გამოიწვია ფრაზამ "I want you to lie on the bed, Get you ready for my polygon" (მინდა, ლოგინში ჩაწვე და მოემზადო, რომ გახდე ჩემი პოლიგონი). რადიოსადგურმა კომპანიისგან Northern Songs მიიღო ტექსტი "I want you to lie on the bed, Get ready for my body gun" (მინდა, ლოგინში ჩაწვე და მოემზადო ჩემი იარაღისთვის). ეს, რა თქმა უნდა, ბევრად პროვოკაციულად ჟღერს. მე ასე პირდაპირ არაფერი მითქვამს", - გაიხსენა მაკკარტნიმ.

კომპოზიცია Hi, Hi, Hi, რომელიც 1972 წელს გავრცელდა, ბენდის Wings ფირფიტაზე C Moon იყო წარმოდგენილი.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. მათ შორის უკანასკნელი Egypt Station მაკკარტნიმ 2018 წლის 7 სექტემბერს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული